სიახლეები

ნაპას ველი (Napa Walley)
27-ივნ-2019

კახეთი, ალაზნის ველი - ამერიკულად, ასე შეიძლება ვუწოდოთ ,,ნაპას ველს,, (Napa Valley), რომელიც მდებარეობს კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში სან- ფრანცისკოსთან ახლოს, ნაპას რელიეფი, ბუნებრივი გარემო და კლიმატი კახეთისას ძალიან ჰგავს.

,,ნაპას ველი,, ითვლება ამერიკის მევენახეობის მთავარ ზონად, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, განავითარეს იტალიელმა და შვეიცარიელმა ემიგრანტებმა. დღეისათვის, მსოფლიო ღვინის ბაზარი ,,ნაპას ველის,, ოთხასამდე მეღვინის საუკეთესო ღვინის სორტებით მარაგდება (კაბერნე, სივინიონი, შარდონე, მერლო, ზინფანდელი, და ა.შ.)

„ნაპას ველზე” ბევრი ფერმერის ვენახში თვალსაჩინოების სახით ნახავთ საქართველოდან ჩატანილ ასს ფუთიან ქვევრებს. ამასთან ერთად მრავლად ნახავთ ქართული ვაზის ჯიშის ვენახებს, რომელთა ქართულ წარმომავლობას, კულტურასა და ისტორიას ადგილობრივები საბედნიეროდ არ მალავენ. სამწუხაროდ, ქართულ ვაზის ჯიშებს და მათგან გამოყვანილ ღვინოებს ქართული სახელები ინგლისური და იტალიური სახელებით აქვთ შეცვლილი.

,,ნაპას ველს,, ყოველწლიურად ხუთ მილიონამდე ტურისტი სტუმრობს...