სიახლეები

ჩიჯავაძეები
14-აგვ-2019


საინტერესოა, თხრობა ჩიჯავაძეთა საგვარეულოს შესახებ... 

 მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ეს გვარი მეგრული წარმოშობის უნდა იყოს და ჩიჩუათა საგვარეულოს ერთ-ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს... 

 ყურადსაღებია ისიც, რომ სამეგრელოში იმ სოფელს, რომელსაც დღესაც “საჯიჯაო“ ჰქვია თავის დროზე „საჩიჩუოს“ ეძახდნენ... 

 ძნელია იმის თქმა, თუ როდის მოხდა ჩიჩუათა გვარის წევრების ერთმანეთისაგან გამოყოფა, მაგრამ ერთი რამ ნათელია, რომ ჩიჯავაძეები ქართლის ზემო ნაწილში ჩნდებიან X საუკუნის პირველი ნახევრიდან, სადაც ისინი ცხოვრობდნენ XV საუკუნის შუა წლებამდე, ამირეჯიბად და ატენის მოურავად დაწინაურებულები. 

 XV საუკუნის ბოლოდან, ჩიჯავაძეებს ქართლში ციციშვილები ავიწროვებენ და ჩიჯავაძეები იძულებულნი ხდებიან იმერეთში გადავიდნენ და იქ დამკვიდრდნენ. 

იმერეთში ჩიჯავაძეები დაწინაურდნენ და მთელი „საჩინოს“ მხარე მათ სამფლობელოში შევიდა... 

 მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ჩიჯავაძეთა სათავადოს საზღვარი დასავლეთით მდ. ხევისწყლამდე (საჯავახო) აღწევდა, აღმოსავლეთით მდ. ქორისწყალამდე (კორის წყალი), ჩრდილოეთით მდინარე რიონამდე, სამხრეთით კი ახალციხემდე...

ჩიჯავაძეთა სათავადოში შედიოდა სოფლები: დაფნარი; მუხაღრუა (კორმაღალი, მთისძირი, შუამთა, ტობანიერი); სებეკა; ციხე-სულორი; ვანი; სალხინო; დიხაშხო (ნაწილობრივ); საპრასია; ისრითი; დვალიშვილები (ნაწილობრივ); ზენობანი; ციხისუბანი (ნაწილობრივ); გადიდი; ბზვანი (ნაწილობრივ); ინაშაური (ნაწილობრივ); ყუმური (საპაიჭაო); საყულია (ნაწილობრივ) და ონჯოხეთი... 

 ჩიჯავაძეები ერ-მრავალი ფეოდალები რომ ყოფილან, ამას ამტკიცებს მათი ყმა-გლეხების გვარების რაოდენობა: ნიკოლეიშვილები; ტყეშელაშვილები; მჟავანაძეები; ნიკოლაძეები; აბრამიძეები; ჯულაყიძეები; მხეიძეები; გურძენაძეები; ქამუშაძეები; ცხადაშვილები; ნამიჭეიშვილები; გიორგაძეები; ბაღდავაძეები;
მორჩილაძეები; ჩხირაძეები; გოგაძეები; კორძაძეები; ჩუბინიძეები; ბურკაძეები; მახარაძეები; კალმახელიძეები; ხატისკაცი; გაბუნიები; ფანცულაიები და სხვა... 

 ჩიჯავაძეების აზნაურები იყვნენ: ზაალიშვილები; ფარემუზაშვილები; მაკარიძეები; გოგორიშვილები; რატიძეები; ჩხეიძეები; ლორთქიფანიძეები; შათირიშვილები; ახვლედიანები (ვანის); ჩახუნაშვილები; სანადირაძეები; ჟვანიები და სხვა ...