წიგნი - ოფეთის, წიაღუბნის, ნოღის, ბარსაჯავახოს, დაფნარის, ქორეთისუბნის (ვაზისუბანი), ქვაყუდის (გორმაღალი), ტოლების, ჭოკნარის (ჭოგნარი), ნიგორზღვის ეკლესიების ისტორიიდან

წიგნი - ოფეთის, წიაღუბნის, ნოღის, ბარსაჯავახოს, დაფნარის, ქორეთისუბნის (ვაზისუბანი), ქვაყუდის (გორმაღალი), ტოლების, ჭოკნარის (ჭოგნარი), ნიგორზღვის ეკლესიების ისტორიიდან


წიგნში საარქივო და სხვა მასალებზე დაყრდნობით წარმოდგენილია ხონი-სამტრედიის ეპარქიაში მდებარე სოფლების: ოფეთის,  წიაღუბნის, ნოღის, ბარსაჯავახოს, დაფნარის, ქორეთისუბნის (ვაზიუბანი), ქვაყუდის (გორმაღალი), ტოლების, ჭოკნარის (ჭოგნარი), ნიგორზღვის ეკლესიების ისტორია. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ეკლესიის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისა და ფართო საზოგადოებრიობისათვის.     

წიგნის იდეის ავტორი და მთავარი რედაქტორი, საქველმოქმედო ფონდი: სერგო რუხაძის კულტურული მემკვიდრეობისა და რეგიონული განვითარების ფონდი“”-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე სერგი რუხაძე.

ედიშერ გვენეტაძე, გულივერ გაგუა

რედაქტორები:  პროფესორი ვაჟა შუბითიძე; ჯონი ნადირაძე.

რეცენზენტები: პროფესორი ქეთევან ჯიჯეიშვილი; პროფესორი მაია ამირგულაშვილი.

 

საყოველთაოდ ცნობილია ის უდიდესი აღმშენებლობით-საგანმანათლებლო მოღვაწეობა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II ლოცვა-კურთხევით ეწევა ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლების, ახლების მშენებლობის, გარდასული წლების ფოლიანტთა გამოვლენა-გამომზეურებისათვის. ამ დიდი საქმის გულსრულად წარმართვისათვის თანამედროვეობამ უცილობელი გახადა ერისა და ბერის ერთად დგომა. დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი — „ივერიელთა ეკლესიის მატიანე”, რომლის მიზანს წარმოადგენს: გამოავლინოს მთელი საქართველოს მასშტაბით  და მის ფარგლებს გარეთ ის ადგილები, სადაც წარსულში აღმართული იყო მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები; გამოსცეს ბუკლეტები მათი ისტორიის შესახებ და დაურიგოს იქ მცხოვრებ მოსახლეობას, რათა მოამზადოს ნიადაგი ამ ტერიტორიებზე ტაძრების მშენებლობის, რეაბილიტაცია-აღდგენისა და სადაც აუცილებელია ნანგრევებად შემორჩენილ მართლმადიდებლურ სალოცავების კონსერვაციისათვის; მეცნიერულად გამოიკვლიოს, შეისწავლოს და შესაბამისად წიგნების სახით გამოსცეს ჯერ კიდევ შეუსწავლელი ეკლესია-მონასტრების, აგრეთვე მათში მსახური სასულიერო პირების მოღვაწეობის ისტორია. საქველმოქმედო ფონდის – მეშვეობით შესაძლებელი გახდა წინამდებარე წიგნზე მუ  შაობა და მისი გამოცემა.