ადმინისტრაცია

ადმინისტრაცია

ფონდის დირექტორი - სერგო რუხაძე

დაიბადა 1974 წლის 7 თებერვალს.

1991 წელს წარჩინებით დაამთავრა სამტრედიის პირველი საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი, საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობის ეკონომიკისა და საბანკო სისტემის მართვის სპეციალობით.

სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო (МГУТУ) უნივერსიტეტში ეკონომიკის, მენეჯმენტისა და ბიზნეს მართვის მიმართულებით, სამაგისტრო პროგრამაზე. 
 

სერთიფიცირებულია : ტეხასისა და მინესოტას შტატებში არსებულ საუნივერსიტეტო IT კვლევითი ცენტრების (LIQUID COOL SOLUTIONS და GREEN REVOLUTION COOLING) მიერ, სადაც გაიარა: ბლოკჩეინი და განაწილებული გამოთვლების ტექნოლოგიური საფუძვლები, სასერვერო ინფრასტრუქტურის თხევადი გაგრილების სისტემების პროექტირება და გაყიდვების მეთოდიკის სრული კურსი.

ასევე, კალიფორნიის შტატში (სან-ფრანცისკო) დამოუკიდებელ ექსპერტ ბენ დევიდსონთან გაიარა - მდგრადი ურბანული განვითარებისა და სატრანსპორტო სისტემების მართვის სრული კურსი. 

1993 წლიდან მუშაობა დაიწყო ს/ს „აგრომრეწვბანკის“ სამტრედიის ფილიალში- ეკონომისტის თანამდებობაზე, 1995 წელს კი მმართველის მოადგილედ დაინიშნა.

1997 წლიდან ს/ს „საკონტინენტთაშორისო კომერციული ბანკი ლიბერტი“-ს სამტრედიის ფილიალს ხელმძღვანელობდა.

1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით სამტრედიის ქალაქის საკრებულოს წევრად აირჩიეს, სადაც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.

2001 წელს შპს „რუსეთ-უკრაინა-საქართველოს ერთობრივი საწარმოო გაერთიანება ცემენტისა და სამშენებლო მასალების დამამზადებელი ქარხნის“ გენერალური დირექტორი ხდება.

2005- 2006 წლებში „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანიის“ (დღევანდელი ენერგო პრო ჯორჯია) დასავლეთის ცენტრალური ფილიალის გამრიცხველიანების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 
 

2006 წლიდან დღემდე რამოდენიმე ცნობილი კომპანიის ხელმძღვანელია, როგორიცაა: შპს „სავაჭრო ცენტრი დიდუბე“ , შპს „ელიავა ცენტრი“, შპს „თბილისი-საფინანსო ოფისი“, შპს „ევრო ფარმაცია“, შპს „ულევი“, შპს „თბილისის მიკროავტობუსი“, Blockchain Projects Georgia LLC და ა.შ. 
2012 წლის ოქტომრიდან დღემდე საქველმოქმედო ფონდი „ივერიელთა ეკლესიის მატიანე“-ს დამაარსებელი და თავმჯდომარეა, ამჟამად სახელწოდებით - სერგო რუხაძის კულტურული მემკვიდრეობისა და რეგიონული განვითარების ფონდი.

2014 წლიდან დღემდე „საქართველოს წითელი ჯვრის“ სამტრედიის ფილიალის თავმჯდომარეა. 
 

ფლობს: ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. 
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.

 

ჯილდოები

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დალოცვის სიგელი, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის (3/05/2015წ).